მანჩინი: “რთული მატჩი იყო”

“ნერაძურის” მთავარი მწვრთნელი “კიევოსთან” მოპოვებული სამი ქულის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“რთული მატჩი იყო. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა დღევანდელ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი მოგვეპოვებინა. ამ გამარჯვების შემდეგ არაფერი შეცვლილა. უნდა გავაგრძელოთ ასეთი რეზულტატების დაფიქსირება”, – აცხადებს რობერტო მანჩინი.
“ახალი ფეხბურთელები ჩვენი თამაშის მოდელს ეგუებიან. მომავალში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. “ინტერს” იტალიის ჩემპიონატის დასრულება ცხრილის სათავეში ყოფნით სურს”, – დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, “ინტერმა” “კიევოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მაურო იკარდის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთის წყალობით იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს ოთხი ტურის შემდეგ მილანელთა აქტივში 12 ქულაა და ისინი ამჟამად ცხრილის სათავეში იმყოფებიან.