მანჩინი შესაძლოა, პრემიერ ლიგას ზამთარში დაუბრუნდეს
“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ძალზედ უკმაყოფილონი არიან “ჩაქუჩების” მიერ წლევანდელ სეზონში ნაჩვენები შედეგებით და მზად არიან, სასურველი შედეგის მისაღწევად გუნდიდან სლავენ ბილიჩიც გაუშვან.
ბრიტანული Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონელები უკვე განიხილავენ ხორვატი სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელთა კანდიდატურებს, რომელიც ამ დროისთვის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.
იმ შემთხვევაში, თუ “ვესტ ჰემი” რობერტო მანჩინის გადაბირებას ვერ მოახერხებს, “ჩაქუჩები” “ბარნლის” თავკაცთან, შონ დაიშთან და “რედინგის” დამრიგებელთან, იაპ სტამთან წამოიწყებენ მოლაპარაკებებს.
რაც შეეხება კლუბის უშუალო მდგომარეობას, ლონდონელები სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებენ 9 მატჩში დაგროვებული 8 ქულის წყალობით.