მანჩინი: “სიტის” დე როსის დამატებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა”

თარიღი: მარტი 1, 2019

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ თავის დროზე “მანჩესტერ სიტის” დანიელე დე როსის დამატებამდე სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “ქალაქელებს” 2009-დან 2013 წლამდე თავკაცობდა, რა დროსაც გუნდმა პირველად უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. სწორედ ამ პერიოდში ცდილობდა “სიტი” დე როსის ტრანსფერის გაჩარხვას.

“მაშინ მთელი ღამე რომში დე როსისთან საუბარში გავატარეთ. ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ დანიელემ ბოლო მომენტში უარი თქვა. ძალიან გავბრაზდი, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაშინ დე როსის კარიერის შუა პერიოდი ედგა. მე მას ძალზედ ძლიერ ფეხბურთელად ვთვლიდი და ვფიქრობდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნებოდა”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Il Messaggero.

შეგახსენებთ, რომ დანიელე დე როსი “რომას” პირველ გუნდში 2001 წლიდან გამოდის. მას მშობლიური კლუბის რიგებში 610 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანტე რებიჩის ულამაზესი გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rebic’s great goal against Juventuspic.twitter.com/bCX9cX91G3 — Milan Eye (@MilanEye) May 9, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ: “ზლატანის მსგავსი ფეხბურთელები სერია A-ს სჭირდება”

“ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაპირისპირება გაიხსენა და შვედი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში აღარ ჩატარდეს

ESPN-ის ცნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლის სეზონის ფინალური მატჩი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სავარაუდოდ, აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აშრაფ ჰაკიმი, შესაძლოა, “ბაიერნში” ვიხილოთ

მილანის “ინტერის” მცველი, აშრაფ ჰაკიმი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელის რანგში მოგვევლინოს. ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს “რომას” რეორგანიზაცია სურს

“რომას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გუნდში ძირეული ცვლილებების გაკეთებას გეგმავს. La Gazzetta dello Sport-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გასპერინი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

“ატალანტას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟან პიერო გასპერინიმ, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელების მხრიდან წინადადება მიიღო. ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარმა “რეალის” ფანებს ბოდიში მოუხადა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ედენ აზარმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრის გამო ბოდიში მოუხადა. კადრში ჩანდა, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგას “ჩელსი” მოიგებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, პირდაპირ ეთერში საუბრისას ლონდონის “ჩელსის” მომავალ სეზონში პრემიერ ლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანის კომენტარი “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ჩელსისთან” განცდილი მარცხის შმდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემირო: “ჩელსი” ჩვენზე უკეთესი იყო”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ჩელსისთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიმო ვერნერის გოლი “რეალის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო #UCL | #CHERMA Chelsea 1 × 0 Real Madrid | GOAL Werner, HD🎥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რასისტული სკანდალის გამო იენს ლემანი “ჰერტადან” გარიცხეს

ლონდონის “არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი რასისტულ სკანდალში გაეხვა, რის გამოც […]...
წაკითხვა