მანჩინი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ინტერში” დავბრუნდებოდი”
ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას არ მოელოდა.
“გულშემატკივრებს ვუყვარვარ და ეს ძალიან მახარებს. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ინტერში” დავბრუნდებოდი, თუმცა ყველაფერი სწრაფად მოხდა. ერთ დროს გუნდთან ერთად საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიე, ახლა კი ყველაფრის გაფუჭების საფრთხის წინაშე ვარ. უნდა გავიმეოროთ ათი წლის წინანდელი წარმატება, როდესაც გუნდმა იტალიის ჩემპიონატი მოიგო”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი “ინტერს” 2004–2008 წლებში ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში მან გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კი ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.
აქვე აღსანიშნავია, რომ “ინტერის” თავკაცის პოსტზე დაბრუნებულ მანჩინის სადებიუტო მატჩი 23 ნოემბერს თანაქალაქელი “მილანის” წინააღმდეგ ელის.