მანჩინი: “ვწუხვარ, რომ რანიერი გაათავისუფლეს”
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე დაიწყო 65 წლის მწვრთნელის შემცვლელებზე საუბარი. აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერები ამ პოზიციის დაკავების ფავორიტად რანიერის თანამემამულეს, რობერტო მანჩინის მიიჩნევენ.
მანჩინიმ რანიერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა.
“ვწხუვარ, ჩემი მეგობრის, რანიერის გამო. მან “ლესტერის” ისტორია დაწერა. კლაუდიო აუცილებლად დარჩება როგორც “მელიების”, ასევე მთლიანად ფეხბურთის მოყვარულთა გულებში,” – აცხადებს მანჩინი.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა. მან აღნიშნული პოზიცია გასულ ზაფხულში დატოვა.