მანჩინის პუიოლი „ინტერში“ ასისტენტად სურდა
„ინტერის“ მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის თავის ერთ-ერთ ასისტენტად „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტნის კარლეს პუილის დანიშვნა სურდა.
„La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტმა პუიოლს დაურეკა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არც იცნობს. ასეა თუ ისე, კარლესმა „ნერაძურის“ თავკაცის პოსტზე დაბრუნებულ მანჩინის უარი უთხრა.
გარდა ამისა, 36 წლის ექს-ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ზაფხულში დაასრულა, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ახლაც აკავშირებს.