მანე ”ლივერპულს” უახლოვდება
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სენეგალის ეროვნული ნაკრებისა და ”საუთჰემფტონის” ფეხბურთელი საიდო მანე ”ლივერპულს” უახლოვდება.
ცნობილია, რომ ინგლისურმა კლუბებმა 24 წლის შემტევის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და რამდენიმე დღეში მანე ”ლივერპულს” ოფიციალურად შეუერთდება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ფეხბურთელმა ”საუთჰემფტონის” მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში 15 გოლის და 9 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.