მანე: “მზად ვარ ჩემპიონთა ლიგის ტიტული აფრიკის ერთა თასის ჩემპიონობაში გავცვალო”
“ლივერპულის” სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე აღიარებს, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია აფრიკის ერთა თასის მოგება საკუთარი ქვეყნის მაისურით.
“რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, ამას ვერ დავემალებით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ფავორიტად ყოფნა ვერაფერში დაგვეხმარება, მთავარია მოლოდინები გავამართლოთ.
სენეგალისთ ნაკრებთან ერთად ერთა თასის მოგება, რაც აქამდე ჩვენ ნაკრებს არასოდეს გაუკეთებია, საოცარი რამ იქნება. იმისთვისაც მზად ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტული აფრიკის ჩემპიონობაში გავცვალო.
დაკარში დაბრუნება ექსტრაორდინარული იქნება. ეს ჩემი ყველაზე დიდი და გიჟური ოცნებაა,” – აცხადებს სადიო მანე.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის ერთა თასის C ჯგუფში იმყოფება ალჟირის, ტანზანიისა და კენიის ნაკრებებთან ერთად. პირველ ტურში სენეგალმა ორბურთიანი სხვაობით შეძლო ტანზანიის დამარცხება.