მანეს გამოცდა – “თუ გაიტან, რონალდუს დაგიძახებთ, თუ ვერა – ნაგავი ხარ”
“ლივერპულის” სენეგალელი ნახევარმცველი, სადიო მანე, მზად არის “მერსესაიდულ” გრანდს საჭიროების შემთხვევაში “ცხრიანის” პოზიციაზე თამაშითაც დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ “უოტფორდს” მანემ ამ პოზიციიდან ორი გოლი გაუტანა.
“სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი. ამ პოზიციაზე თამაშის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ვნერვიულობდი. მატჩის წინ კლოპი მოვიდა და მითხრა – “კარგი, რაღაც ცვლილებები დაგვჭირდება, სადიო შენ “ცხრიანი” იქნები.
გაკვირვებულმა თანაგუნდელებს გადავხედე… გავიცინე და ვუთხარი, რომ შეკრული გუნდი ვართ და უნდა გვენდოს. ყველანი დამცინოდნენ და მე ვთქვი, რომ დღეიდან ჩემთვის რონალდუ ან ფირმინო უნდა დაეძახათ.
ჯინიმ (ვეინალდუმი) მითხრა – “უნდა გაიტანო. თუ გაიტან, რონალდუს დაგიძახებთ, თუ ვერა – ნაგავი ხარ!”. გამიხარდა ორი გოლის გატანა რომ შევძელი. თუ გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო,” – აცხადებს მანე, რომელიც ტრავმირებული “ბობი” ფირმინოს შემცვლელად გვევლინება.