“მანესტერ იუნაიტედი” ვან დე ბეეკსა და მარსიალს ტრანსფერზე აყენებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ანტონი მარსიალისა და დონი ვან დე ბეეკისთვის ახალი კლუბის პოვნას გეგმავენ. ამ ინფორმაცაის გალენიანი უცხოური გამოცემა ESPN ადასტურებს.
ზემოხსენებულ ფეხბურთელებს მსურველები უკვე ჰყავდათ, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედს” მათთვის ფასი აქვს დადებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ტრანსფერს, თუ მეორე მხარე შესაბამისად გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ ვან დე ბეეკი “ოლდ ტრაფორდზე” გასულ წელს გადაბარგდა “აიაქსისთვის” გადახდილი 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. თუმცაღა 25 წლის ნიდერლანდელმა ინგლისში საკუთარი თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.
ოლე-გუნარ სულშერს გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება სურს, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა გარდაუვალია. დიოგო დალოტი და ანდრეას პერეირა ნორვეგიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის. კლუბს ჯესი ლინგარდის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.