მანჯუკიჩი: „გვარდიოლა პატივს არ მცემდა“
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის მარიო მანჯუკიიჩს თქმით, მიუნხენის „ბაიერნიდან“ მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი იყო.
„გვარდიოლამ იმედი გამიცრუა, იგი პატივს არ მცემდა. მან გერმანიის თასის ფინალში არ მათამაშა. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი იმის გამო ვერ გავხდი, რომ სეზონის ბოლოს არ ვთამაშობდი. უფრო ლამაზი იქნებოდა, თუ იგი ყველაფერს ამიხსნიდა და მეტყოდა, რომ მის სათამაშო სქემაში არ ვჯდები.
როდესაც გუნდს ჰაინკესი თავკაცობდა, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო და ეს არამხოლოდ ჩემი აზრია.
ასეთი დამოკიდებულების ღირსი ნამდვილად არ ვარ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „ბაიერნისთვის“ ორი წელიწადი გავწირე. ყველაფერი გვარდიოლას მოსვლისთანავე შეიცვალა. ვცდილობდი, მისი სტილის ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა იმისთვის, რომ რაიმე გამოვიდეს, ორივე მხარე შეთანხმებული უნდა იყოს. მივხვდი, რომ კლუბში მომავალი არ მაქვს, რასაც შევეგუე“, – განაცხადა ხორვატმა.