მანუ ჯინობილი: “სამწუხაროა, რომ არგენტინელები მესის არ აფასებენ”
არგენტინელმა კალათბურთელმა ემანუელ ჯინობილიმ კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ლიონელ მესის მიმართ გახშირებულ კრიტიკაზე ისაუბრა.
“მესი ნამდვილი მონსტრია. ის ჩამოვიდა ნაკრებში, ითამაშა და გაიყვანა გუნდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩებში. ეს არის ლატარია, ან წააგებ, ან მოიგებ. გამარჯვებასა და მარცხს შორის ძალზედ ვიწრო ხაზია. მას მუნდიალის ფინალი რომ მოეგო, ყველა დადუმდებოდა. დღევანდელ არგენტინულ ფეხბურთში იგი ყველაზე ძვირფასი მარგალიტია და მისი კრიტიკა უბრალოდ წარმოუდგენელია. სამწუხაროა, რომ მესის ასე ეპყრობიან, თითქოს ის ამას იმსახურებს”, – მანუ ჯინობილის კომენტარი “ოლემ” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მესისთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ ჩილესთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა. არგენტინელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლიც მესიმ გაიტანა.