მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

თარიღი: თებერვალი 26, 2017

მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა შაბათს, 25 თებერვალს ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი ყველაზე სწრაფი მეკარე გახდა, რომელმაც თავის აქტივში 100 მშრალად შენახული მატჩის დაგროვება მოახერხა.

30 წლის მანუელ ნოიერს 100 მშრალი მატჩის დასაგროვებლად 183 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

მან საკმაოდ ადვილად აჯობა წინა რეკორდის ავტორს, “ვერდერის” ექს-მეკარეს, ოლივერ რეკს, რომელსაც ამ ნიშნულის მისაღწევად 232 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები