მანუელ პელეგრინი: “ჯეკო კონტრაქტს გაახანგრძლივებს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ ედინ ჯეკო ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება.
“გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი ჯეკომ შესანიშნავად ჩაატარა. ის ძალაინ ბევრს მუშაობდა და მეორე სართულზე ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა. მის თამაშში სუსტი წერტილები არ იყო.
ამიტომ, ჩვენ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ. ედინი გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯეკო კონტრაქტს გაახანგრძლივებს” – განაცხადა პელეგრინიმ.
გავრცელებული ინფორმაციით ახალი კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება გათვლილი და ხელფასის სახით ფეხბურთელი კვირაში 189 ათას ევროს მიიღებს.