მანუელ პელეგრინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
“მანჩესტერ სიტის” ექს-თავკაცს, მანუელ პელეგრინის თუ დავუჯერებთ, ამ დროისთვის კლაუდიო ბრავო მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი მეკარე “ეტიჰად სტედიუმზე” აგვისტოში, მას შემდეგ გადაბარგდა, რაც კლუბი პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. მისი ტრანსფერი “ქალაქელებს” 17 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.
“საქმე ის არაა, რომ ინგლისურმა პრესამ ბრავო ამოიღო მიზანში – ისინი მთელ მსოფლიოს უკმეხად მოიხსენიებენ, ეს არაფერი. თანაც, ბრავომ ჰარტი ჩაანაცვლა, რომელიც ინგლისის ნაკრებში თამაშობდა.
მაგრამ ფაქტია, რომ ბრავო მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, სწორედ ამიტომაც მოახერხა მან “რეალ სოსიედადიდან” “ბარსელონაში”, შემდეგ კი “სიტიში” გადასვლა.”