მანუელი – დინამოში თავს კომფორტულად ვგრძნობ
დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე რიგით მეორე ტესტ მატჩს გამართავს. თბილისური კლუბის მეტოქე პოლტავის ვორსკლა იქნება, მატჩი კი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. სხვებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დინამოს ესპანელი ახალწვეული – მანუელიც ემზადება.
მანუელი – შეიძლება ითქვას, რომ მთელი კარიერა ოსასუნაში გავატარე. გუნდთან ერთად ვტამაშობდი პრიმერა დივიზიონშიც და სეგუნდაშიც. ახლა კი კლუბის გამოცვლა გადავწყვიტე და ჩემი აგენტისგან (რომელიც ასევე ჩისკოს აგენტიც გახლავთ) შევიტყვე დინამოს ინტერესის შესახებ. ჩისკომ გუნდი, ქალაქი და ქვეყანა საუკეთესოდ დამიხასიათა. მქონდა ასევე სხვადასხვა ვარიანტები იტალიის, კვიპროსის და ტაილანდის გუნდებიდან, თუმცა დინამოს ამბიციურობამ და ევროთასებზე რეგულარულად ასპარეზობამ ყველა სხვა შემოთავაზება გადაწონა. დინამოში პირველივე დღიდან საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს. დინამო ახალგაზრდული გუნდია, თბილად დამხვდნენ და ფეხბურთელები სტაფთან ერთად გვერდში მიდგანან.
რაც შეეხება ვარჯიშებს, სტრატეგიას, თეორიას- შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტიურად ყველაფერი ესპანეთის დონეზეა. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს წვრთნის პროცესი. შტურმთან თამაშით, ცოტა გაოცებულიც დავრჩი. შეკრება ახალი დაწყებულია და არ მოველოდი გუნდისგან ასეთ სისწრაფეებზე და ასეთი ტემპით თამაშს. რიგ მომენტებში დინამომ ხარისხიანი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ შეკრების პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო კონდიციებში შესასვლელად.
fcdinamo.ge