მაქსი ლოპესი: “იკარდისთან საუბარი მსურს, მაგრამ ის ბავშვების უკან იმალება”
“ტორინოს” თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მაურო იკარდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “ინტერის” კაპიტანთან საუბრის სურვილი აქვს.
როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელი ფეხბურთელები ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა შემდეგ ლოპესის ცოლმა ვანდა ნარამ მეუღლეს იკარდისთან უღალატა. მოგვიანებით ნარა იკარდის მეუღლე და აგენტიც გახდა. ამ ფაქტის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ურთიერთობა გაწყვიტეს.
“არის მიზეზი, რის გამოც მას ნაკრებში არ იძახებენ. სპორტს თავისი წესები აქვს და როცა შეცდომას უშვებ, მის საფასურსაც იხდი. ცხოვრებაშიც ასეა. მასთან ცალკე საუბრის სურვილი მაქვს, თუმცა ამის საშუალება არ მეძლევა – ის ყოველთვის ბავშვების უკან იმალება”, – უთხრა ლოპესმა Tyc Sports-ს.