მაქსი ლოპესი: “ვგიჟდები, როცა ჩემ შვილებს იყენებენ”
ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მაქსი ლოპესმა განაცხადა, რომ ვანდა ნარა და მაურო იკარდი მას საკუთარ შვილებთან საუბრისა და შეხვედრის საშუალებას უზღუდავენ.
როგორც იცით, ვანდა ნარა მაქსი ლოპესის ყოფილი მეუღლეა. მოგვიანებით, ვანდა მაურო იკარდის ცოლი გახდა. მაქსი ლოპესსა და მის ყოფილ მეუღლეს სამი საერთო შვილი ჰყავთ, ისინი ახლა იკარდისთან ერთად ცხოვრობენ.
“როცა ვხედავ ფოტოებს, სადაც ჩანს, ჩემ შვილებს “ინტერის” მაისურები აცვიათ, მათ ვეუბნები, რომ მხოლოდ მაშინ გამიგებენ, როცა თავად მშობლები გახდებიან. ვგიჟდები, როცა ჩემ ბავშვებს იყენებენ. რამდენჯერმე, შვილებთან საუბრის დროს, იკარდიმ ტელეფონი გათიშა და მათ ჩემთან საუბრის საშუალება არ მისცა.
ჩემი შვილები გასულ წელს მხოლოდ ორჯერ ვნახე. არსებობს შეთანხმება, რომელსაც მოსამართლეც ხელს აწერს, მაგრამ ისინი ამ შეთანხმებას პატივს არ სცემენ. ვანდა? მისთვის ყველაფერი ფულს უკავშირდება”, – უთხრა ლოპესმა არგენტინულ ტელეარხ Telefe-ს.