მარადონა: “არგენტინის ნაკრების აღარავის ეშინია”
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა თვლის, რომ ბოლო პერიოდში ნაჩვენები სუსტი თამაშების გამო “ალბისელესტეს” მიმართ სხვა გუნდებმა პატივისცემა დაკარგეს.
“ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით არგენტინის ნაკრების თითქმის აღარავის ეშინია. მესის არ ეხება, მაგრამ მეტოქეებმა ჩვენ მიმართ პატივისცემა დაკარგეს.
ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:4) შეიძლება რვა გოლი გაგვეშვა. ეს სირცხვილია.
მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ არგენტინის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი გაჩემპიონების შანსი 60 პროცენტია. ყველაფერი მესიზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რამდენად გაიბრწყინებს ის ტურნირზე. დანარჩენებს შეუძლიათ, გუნდის წევრის ფუნქცია შეასრულონ, თუმცა მთავარ როლს ვერასდროს მოირგებენ. ეს მისია მხოლოდ ლეოს შესასრულებელია”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს “მარკა”.