მარადონა: “დამალაპარაკეთ ფეხბურთელებთან”

თარიღი: ივნისი 23, 2018

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა არგენტინის ნაკრების წევრებთან გასაუბრებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ისლანდიელებთან ფრედ (1:1) ითამაშეს, შემდეგ კი ხორვატებთან დამარცხდნენ (0:3).

“როდესაც ნაკრების ფორმას ვიცვამდი, მოედანზე თავს არ ვზოგავდი. იმავეს აკეთებდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ სიმეონე, რედონდო, კანიჯა, ლუკე და გალიეგო. ფეხბურთელებთან გასაუბრება მინდა. მათ უნდა გავაგებინო, რას ნიშნავს ნაკრების ფორმის ტარება.

რაც შეეხება ლიონელ მესის, ნუ ამბობთ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. ლეოს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, თუმცა სხვების გასაკეთებელ საქმეს ის ვერ შეასრულებს”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნიგერიას ეთამაშება და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება. ამავე დროს, ხორვატიის ნაკრები ისლანდიასთან არ უნდა დამარცხდეს.

მსგავსი სიახლეები