მარადონა: “იცით, რა ჯდება მადრიდში გამგზავრება? ნამდვილი კატასტროფაა”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა, სამხერთ ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას “სუპერკლასიკოს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარების თაობაზე სრულ კატასტროფად მიიჩნევს.
“რა უნდა გავაკეთო, თუ მინდა, რომ ოჯახთან ერთად დავესწრო ამ მატჩს? ამისთვის მადრიდს უნდა ვეწვიო? ყველა არ არის პრეზიდენტი, ამის სახსრები რომ გააჩნდეთ.
იცით, რა ჯდება მადრიდში გამგზავრება? CONMEBOL (სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია) – ნამდვილი კატასტროფაა ფეხბურთისთვის. ისინი ამ საქმისთვის შეუფერებლები არიან.
ჩემთან თამაში საჭირო არ არის, დომინგეს (CONMEBOL-ის პრეზიდენტი). შენ ფეხბურთზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდე,” -აცხადებს მარადონა.