მარადონა: “მესის ლიდერის თვისებები არ გააჩნია”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ ლეო მესიზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას ლიდერის ფუნქციები აკლია. ამის შემდეგ კი მან კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატში.
“მესის კარგად ვიცნობ. ის კარგი პიროვნება, მაგრამ მას ინდივიდუალურობა აკლია. მას არ გააჩნია ლიდერის თვისებები.”
მარადონამ ევრო 2016-ზეც ისაუბრა: “არის რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე დავაკვირდები. ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, უეინ რუნი, ანდრეს ინიესტა … ისინი ფეხბურთელთა იმ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა თამაშის ყურებაც სიამოვნებას განიჭებს.
ფავორიტები? ფეხბურთში სუსტი მეტოქე არ არსებობს. ერთ მატჩში ყველას შეუძლია სენსაციის გამოცხობა. ვხედავ, რომ ბევრი გუნდი პროგრესირებს, თუმცა ყველაფერს ბურთი გადაწყვეს. ამის ნათელი მაგალითი კი ინგლისის ნაკრებია.
კრიშტიანუ ყველანაირი ეჭვის გარეშე ვარსკვლავი იქნება. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც გუნდის ფინალში გაყვანა შეუძლიათ. ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოსწონს კრიშტიანუც.
ზეწოლა? არ ვფიქრობ, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი რაიმე განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობდეს. ზეწოლაზე იმათმა უნდა ინერვიულონ, ვისაც მატჩში მის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.”