მარადონა: “ნაპოლი” “რეალს” დღეს რომ ეთამაშებოდეს, მისი ძლევის კარგი შანსი ექნებოდა”
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელმაც “ნაპოლის” ელჩად მუშაობაზე თანხმობა განაცხადა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე იტალიურ კლუბსა და მადრიდის “რეალს” შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
“ტყუილად ფიქრობენ, რომ “რეალი” “ნაპოლის” ბარიერს იოლად გადალახავს. მადრიდელებს, რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვთ, ვინაიდან ორი შეუცვლელი ფეხბურთელი – გარეტ ბეილი და კარიმ ბენზემა დაუბრუნდათ. მიუხედავად ამისა, ეს გუნდები დღეს რომ თამაშობდნენ, “ნაპოლის” მომდევნო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ექნებოდა.
დავიღალე იმის ყურებით, როგორ იბრძვის “ნაპოლი” მეორე-მესამე ადგილისთვის. ტიფოზებს სკუდეტოს მოგება სურთ და ისინი ამას იმსახურებენ”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გასამართი პირველი მატჩი 15 თებერვალს, მადრიდში ჩატარდება.