“მარადონა ცოცხალი რომ იყოს, ხელებს ზემოთ აწევდა და ხვიჩას ტაშს დაუკრავდა!”
“ნაპოლიმ” “ლაციო” 1-2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და იტალიელი ფანები მისით აღფრთოვანებულები არიან. გთავაზობთ, რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს.
“მას უცნაური სახელი აქვს, მაგრამ უბრალოდ, დიდი ფეხბურთელია”
“ყველა მათგანი, ვინც კვარაცხელიას აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბუთელობას აკრიტიკებდა, სად ხართ? სექტემბერიც კარგად დაიწყო. შეგიძლიათ, დაისვენოთ”
“500 მცდელობის შემდეგ, კვარაცხელიამ მისი მე-4 გოლი გაიტანა და “ნაპოლის” 3 ქულა მოუტანა. დღეს ყველა კვარასექსუალები ვართ”
“ის ადამიანი, ვინც კვარა იპოვა, უბრალოდ მხეცია. მიეცით მას ჯილდო, ყველაფერი, რასაც მოისურვებს”
“ხვიჩა მომდევნო წელს ტოპ 5 გუნდიდან რომელიმეს აუცილებლად შეუერთდება”
“მალდინიმ ფეხბურთელებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა… ამ დროს ჩვენ კვარაცხელია უნდა დაგვემატებინა”
“ფენომენია!”
“სპალეტიმ კიდევ ადრე გამოცვალა? რას აკეთებს? ხომ მშვიდობა აქვს? საუკეთესო ფეხბურთელს ცვლის?”
“მარადონა ცოცხალი რომ იყოს და “ნაპოლის” თამაშებს უყურებდეს. ხელებს ზემოთ მაღლა აწევდა და ხვიჩას ტაშს დაუკრავდა”
“ნაპოლის” შემდეგი მატჩი 7 სექტემბერს “ლივერპულის” წინააღმდეგ უწევს.
ფოტო: La Gazzeta Dello Sport