მარადონას ექს-ასისტენტი: “ნეტავ, მესის ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა და ჩემპიონი გამხდარიყო”
არგენტინის ნაკრების ყოფილმა დამხმარე მწვრთნელმა ფერნანდო სინიორინმა, რომელიც დიეგო მარადონას სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა არგენტინელთა სუპერვარსკვლავ ლიონელ მესიზე საუბრისას.
“ძალიან სამწუხაროა, მესიმ ესპანეთის მოქალაქეობა რომ არ მიიღო, ასეთ შემთხვევაში ის მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდა. არსებობს მეორე მხარეც, ხალხი მესის მოღალატის სახელს დაარქმევდა. მესიმ ძალიან ბევრ პრივილეგიაზე თქვა უარი.
ლიონელ მესი სულაც არ არის ვალდებული ესპანეთის ნაკრებში, ან თუნდაც “ნიუელს ოლდ ბოიზში” დაბრუნდეს.
ყველასათვის სამწუხაროდ, მას აღარ შეუძლია ამდენი კრიტიკის ატანა. მას მუდამ აკნინებენ, ამბობენ რომ ცივია, ჰიმნის შესრულების დროს არ მღერის და პატრიორტიზმი აკლია. სამწუხაროა, მაგრამ საფეხბურთო სამყარო მესის არ იმსახურებს,” – აცხადებს სინიორინი.