მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმს ადანაშაულებენ

თარიღი: ნოემბერი 29, 2020
დიეგო მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმ ლეოპოლდო ლუკეს ადანაშაულებენ. “ასის” ცნობით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ნათესავები მთავარ დამნაშავედ სწორედ ლუკეს თვლიან.

სასამართლომ ექიმის სახლის ჩხრეკის ნებართვა გასცა. ლეოპოლდო ლუკემ თვის დასაწყისში მარადონას ჰემატომის მოცილების ოპერაცია გაუკეთა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ ექიმს. მარადონას ნათესავები, სავარაუდოდ, თვლიან, რომ ლეოპოლდო ლუკემ მის პაციენტს არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე შეშუპება გახდა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული. მედიკოსებმა მარადონას გულში გაფართოებული კარდიომიოპათია აღმოაჩინეს. ეს არის პათოლოგია, რომელიც გულის სარქველების გადიდებას იწვევს და მას მრავალი მიზეზი აქვს. მარადონას გული ნორმას ორჯერ აღემატებოდა. ის შესასწავლად შეინახეს.

მსგავსი სიახლეები