მარადონას უკანასკნელი შეტყობინება
არგენტინული ტელეარხის გადაცემა Secretos Verdaderos-ის ეთერში დიეგო მარადონას უკანასკნელი შეტყობინება გამოაქვეყნეს.არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლო მესიჯი Whatsapp-ის მეშვეობით მისი ყოფილი გელფრენდის, ვერონიკა ოხედას ამჟამინდელ შეყვარებულ მარიო ბოდრის გაუგზავნა. ცნობისათვის, მარადონას ვერონიკასგან შვილი დიეგო ფერნანდო ჰყავს, რომელიც ახლა შვიდი წლისაა.
მარადონა აუდიომიმართვაში საკმაოდ დაღლილი ხმით საუბრობდა:
“გამარჯობა, მარიო. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მე ვხედავ, რომ ვერონიკა კარგად არის. მან მითხრა, რომ ის ახლა შენთან ერთადაა. იზრუნე მის და ჩემს შვილზე, ანგელოზ დიეგიტოზე, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. ბევრი ვაჟი მყავს, მაგრამ უკანასკნელ ჭაღარას სწორედ ის მომაშორებს “.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე შეშუპება გახდა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული. მედიკოსებმა მარადონას გულში გაფართოებული კარდიომიოპათია აღმოაჩინეს. ეს არის პათოლოგია, რომელიც გულის სარქველების გადიდებას იწვევს და მას მრავალი მიზეზი აქვს. მარადონას გული ზომა ნორმას ორჯერ აღემატებოდა. ის შესასწავლად შეინახეს.