Marca: ალბერტო მორენო “რეალის” სამიზნეა
ესპანური გამოცემა “სამეფო კლუბის” სატრანსფერო გეგმებზე წერს.
“სასწრაფოდ გვჭირდება ახალი მარცხენა მცველი!” – სკანდირებდნენ მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები “ელ კლასიკოს” დროს. კლუბის ხელმძღვანელობა კი ამ საკითხზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც მარსელომ ტრავმა მიიღო.
ფაბიო კოენტრაოს წასვლის შემდეგ “ბლანკოსს” გერმანული “ვოლფსბურგიდან” რიკარდო როდრიგესი, ფრანგული “ლიონიდან” სამუელ უმტიტი, ხოლო ბულგარული “ლუდოგორეციდან” ბრაზილიელი ნათანაელი დაუკავშირეს.
თუმცა, იანვარში მადრიდელებს ისეთი მოთამაშის შეძენა დასჭირდებათ, რომელსაც მიმდინარე სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები არ ექნება. აქედან გამომდინარე, როდრიგესისა და უმტიტის ვარიანტები ირიცხება. რაც შეეხება ნათანაელს, ვერც მისი ყიდვა მოხერხდება, არაევროპელ ფეხბურთელთა ლიმიტის წესის გამო.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ყველაზე რეალური კანდიდატურა ალბერტო მორენო ხდება, რომელიც მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” მაისურით უეფას ევროპის ლიგაზე გამოდის და “სამეფო კლუბს” ყველა კრიტერიუმით შეესაბამება.
რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას რაფაელ ბენიტესი მიიღებს, მაგრამ Marca-ს თანახმად, ალვარო არბელოა ან ნაჩო ფერნანდესი მარსელოს ადეკვატურ შემცვლელად არ გამოდგება.