Marca: მადრიდის “რეალი” 12 ახალი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს
მადრიდის “რეალი” უკვე აწყობს გეგმებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის. Marca-ს ინფორმაციის თანახმად, კლუბი უკვე დაუკავშირდა 12 ფეხბურთელს, რომელთა გადაბირების შესაძლებლობასაც განიხილავენ.
სიის სათავეში იმყოფებიან პრემიერ ლიგის ვარსკვლავები: ედენ აზარი, დავიდ დე ხეა და ჯონ სტოუნზი. ამით “ლოს ბლანკოსი” მაქსიმალურად ეცდება “ბარსელონასთან” არსებული სხვაობა შეამციროს.
წყაროს ცნობით მადრიდელები ასევე დაინტერესებულნი არიან ბუნდესლიგის ვარსკვლავებით: რობერტ ლევანდოვსკით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით, რიკარდო როდრიგესით, ლეროი სანეთი და დავიდ ალბათი. “რეალს” უკავშირებენ მარკინიოსსა და ლაპორტესაც.
პერესს არც მისი საოცნებო სამიზნე – ნეიმარი არ გამორჩენია, რომელიც “ბარსას” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ უთანხმდება და აქვე “იუვეს” ნახევარმცველი, პოლ პოგბაც.