მარჩელო ლიპი: “ეს უკვე გულის ამრევია. განაახლეთ სერია A”
ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსული პანედმიის გამო მარტში შეჩერებული სერია A უკვე უნდა განახლდეს.
“ეს სიტუაცია უკვე გულის ამრევია, ვღიზიანდები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ, თუმცა შემდეგ ყველა იმას აკეთებს, რაც სურს. ეს ეხება როგორც მეცნიერებს, ასევე პოლიტიკოსებს. 2020 წელი დგას, მარსზე ზონდების გაშვება შეგვიძლია, მაგრამ კორონავირუსის ვაქცინას ვერ ვპოულობთ?
რატომ არ გვაძლევენ ფეხბურთის განახლების უფლებას? სიტუაცია ისეთი რთული აღარ არის, როგორიც ორი თვის წინ იყო, როდესაც თავს ეს ცუნამი დაგვატყდა. ვირუსმა თავისი ძალა დაკარგა და საავადმყოფოებს თვითორგანიზება შეუძლიათ. ფეხბურთის გარშემო დიდი დემაგოგია ტრიალებს. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა და შესაბამისად უნდა იქნას განხილული”, – ციტირებს ლიპის სიტყვებს Football Italia.
გეგმის მიხედვით, სერია A 13 ივნისს უნდა განახლდეს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგამ რესტარტი 16 მაისს აიღო.