მარჩელო ლიპიმ ამ დროისთვის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ამ დროისთვის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი დაასახელა და ზოგადად “ნერაძურის” შესახებ ისაუბრა.
“ნიკოლო ბარელა ექსტრაორდინარული ფეხბურთელია. ის ამ დროისთვის საუკეთესო იტალიელი მოთამაშე და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ნიკოლო პრესინგსაც თამაშობს, დრიბლინგებსაც ასრულებს და ყოველთვის ამჩნევს თავის კვალს მატჩს ბურთით თუ უბურთოდ მოქმედებებით. ის ყველგანაა. ბარელას მარკო ტარდელის ამსგავსებენ, მაგრამ ჩემთვის ნიკოლო საერთაშორისო ნახევარმცველის უნიკალური პროტოტიპია.
რომელუ ლუკაკუ და ლაუტარო მარტინესი თავისუფალ სივრცეებში ნამდვილი მკვლელები არიან, ისევე როგორც აშრაფ ჰაკიმი. ლუკაკუ ბრწყინვალეა. გარდა იმისა, რომ ის გოლებს იტანს, რომელუს წყალობით “ინტერს” სხვადასხვა სტილით თამაშის შესაძლებლობა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი პრესინგს ხშირად მიმართავს, მაგრამ “ინტერი” შესანიშნავია მაშინაც, როდესაც მეტოქე უკან თავისუფალ სივრცეებს ტოვებს. გუნდი რწმენითა და სწორი თვითშეფასებით თამაშობს, რაც მათ მეტი რისკის გაღების საშუალებას აძლევს.
“ინტერი” ამ ეტაპისთვის იტალიის ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ მილანელები ევროსარბიელს გამოეთიშნენ და ახლა იტალიას ევროპაში არ ჰყავს კონკურენტუნარიანი ძალა.
“ინტერი” სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ყველაზე თანმიმდევრულად გამოიყურება, მაგრამ სერია A ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ არის გასავლელი გზა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ინტერს” შეუძლია, მთელი ძალები სერია A-სკენ მიმართოს, რაც უპირატესობაა”, – თქვა ლიპიმ “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.