მარეკ ჰლინკა: “კატასტროფა! ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს”
“ტორპედოს” ყოფილმა ლეგიონერმა, მარეკ ჰლინკამ გუნდის დატოვების შემდეგ სლოვაკურ პრესასთან ქუთაისში გატარებული პერიოდი საშინლად გაიხსენა.
“სათასო შეხვედრებს უფრო დიდი დონე ჰქონდა, ვიდრე ჩემპიონატისას. არ იყო პროფესიონალიზმი, არც საქმისადმი მიდგომა, გადანაწილება. საერთოდ ჩანდა, რომ ფეხბურთელები ვარჯიშებზე დროის გასაყვანად და გასართობად მოდიოდნენ, არავითარი წინ გადადგმული ნაბიჯი არ მინახავს”, – განაცხადა ჰლინკამ სლოვაკურ პრესასთან.
“ვარჯიში? კატასტროფა! არა სატრენაჟორო დარბაზი ან სამედიცინო დახმარების პუნქტი. ძველი შენობები, სასადილო ოთახი და საუნა, რომელშიც შიშით შედიოდი. სასტუმროს კედლები დაობებული იყო და იატაკზე თაგვები დარბობდნენ”.
“დრო საერთოდ გაჩერდა, დაპაუზდა, ასეთი რამ არასდროს მინახავს ჩემ ცხოვრებაში. მატჩებზე დასწრება საქართველოში ძალიან დაბალია, ინფრასტრუქტურა ყველა ადგილზე არ არის დასრულებული. დაპირისპირება “დინამოსა” და “ტორპედოს” შორის, უძველეს ქართულ კლუბებს შორის, ქართულ ელ-კლასიკოდ არის მიჩნეული, მაგრამ 55 ათასიან თანამედროვე სტადიონზე 300 კაციც არ მოდიოდა”.
“საქართველოში ცხოვრებას სლოვაკეთში ან ჩეხეთში ცხოვრებას ვერც შეადარებ. ჩვენ ქუთაისში 1 სპა-ცენტრიც ვერ ვნახეთ და 140 კილომეტრი გავიარეთ ბათუმამდე”.
“პლეი-ოფში გავედი, ხელშეკრულებისთვის ხელი არ მომიწერია და ამ ყველაფერს იურისტები გაარკვევენ. ხელმძღვანელობა პასუხზე არ გამოდის, მაგრამ ჩემ კუთვნილ თანხას მაინც ავიღებ” – განაცხადა ჰლინკამ.
ჰლინკა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და მისი ადგილი სასტარტოში მერაბ გიგაურმა დაიკავა. კლუბი მასთან ერთად ლაზარ მარინმა და მილოჩ ლაჩნიმაც დატოვეს.
ფოტო: Eliga