მარგველთა ბანაკში ოთარ ხიზანეიშვილი გამოჩნდა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას. გუშინ ავსტრიულ კირხდორფში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა – 32 წლის გამოცდილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, რომელსაც კარიერის მანძილზე არაერთ ქართულ, გერმანულ, რუსულ და ყაზახურ კლუბში უასპარეზია, მარგველების ბანაკს შეუერთდა.
ხვალ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე ალპურ შეკრებაზე მეოთხე საკონტროლო შეხვედრას გამართავს – ქალაქ იენბახის მახლობლად მდებარე დაბა შტანსში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”ბოტოშანის” დაუპირისპირდება. ქართულ-რუმინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური