მარგველთა გამარჯვება სამეგრელოში

თარიღი: ოქტომბერი 6, 2013

2013 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ზუგდიდმა” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გააჟღერა ინიციატივა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩების ლოზუნგით „დიცი და დვანი – საქართველოა!“ გამართვის შესახებ. გუნდები დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ წარწერის მქონე მაისურებით გავიდნენ და ამით გამოხატეს ქართული საფეხბურთო ოჯახის პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ.

დღევანდელ შეხედრას სტუმრები გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ – სხვადასხვა მიზეზის გამო ზუგდიდელებთან დაპირისპირებაში მარგველთა გუნდს ირაკლი ქობალია (დისკვალიფიკაცია), გიორგი ადამია, ბორისლავ ტერზიჩი, იგორ იელიჩი და დავით რაჟამაშვილი (ყველას – ტრავმები) გამოაკლდნენ. აქედან გამომდინარე, გუნდის დამრიგებელ რატკო დოსტანიჩს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოუწია.

მატჩი ზესტაფონელთა სწრაფი გოლით დაიწყო. შეხვედრის 3-ე წუთზე ზუგდიდელთა საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა ჯარიმა და მისი შესრულება ლევან შარიქაძემ ითავა – მარგველთა ნახევარმცველის ჩაწოდებული ბურთი ზურაბ მამალაძის კარის ბადეში ისე აღმოჩნდა, რომ გზად არავის შეხებია. პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში კი მიილია, თუმცა შეტევითი აქციებისას უფრო მწვავედ მაინც სტუმრები გამოიყურებოდნენ. ანგარიშის გაზრდა გურამ სამუშიას მართებდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრებმა ზუგდიდელთა კართან მწვავე იერიში განახორციელეს და რომ არა მასპინძელთა დაცვის ხაზის მოთამაშეთა თავგანწირული თამაში, ლევან შარიქაძე კიდევ ერთხელ აიღებდა ზურაბ მამალაძის კარს. რამდენიმე წუთში ზუგდიდელთა გოლკიპერმა ლევან კუტალიას ურთულესი დარტყმა აუღო. აშაკარა გოლებს გადაურჩა “ზუგდიდი” სანდრო გურულისა და გურამ სამუშიას დარტყმების შემდეგ – პირველ შემთხვევაში თავის გუნდი ისევ ზურაბ მამალაძემ გადაარჩინა, ხოლო მეორეში ზესტაფონელთა შემტევის დარტყმა მცირედით ასცდა კარს.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, მარგველებმა გადამწყვეტი გოლი 80-ე წუთზე მაინც გაიტანეს – საბა ლომია მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და შანსი ჩინებულად გამოიყენა. მატჩის ძირითადი დროისათვის არბიტრ მალხაზ ბეუქლიშვილის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს – ავთო ენდელაძის კარგი გადაცემა გოლად ისევ საბა ლომიამ აქცია. მარგველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა