მარგველთა მორიგი დერბის მოლოდინში

თარიღი: აგვისტო 15, 2014

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 16 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ესტუმრებიან.

მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 10 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა – 4 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 13:10.

გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ “ჩიხურას” ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.

საჩხერის “ჩიხურას” და “ზესტაფონს” შორის 16 აგვისტოს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო: “მეგონა, მე გავიზარდე, მაგრამ “შკენდიას” კარები 5 სანტიმეტრით

24 სექტემბერს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ “შკენდიას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ჰეთრიკი 30 წლის ცხვრების მწყემსმა და დელფინებზე მონადირემ შეუსრულა (

თბილისის “დინამო” ფარერებში “კლაკსვიკთან” 6-1 უშანსოდ განადგურდა და ჰეთრიკის ავტორი პალ კლეტსკარდი გახდა. კლეტსკარდის პროფესიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი “ბაზელთან” მატჩი (ვიდეო)

“ანორთოსის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბაზელის” წინააღმდეგ 2 ყვითელი ბარათი მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” ღირსეული მარცხი, “დინამო” გაუქმდა !

ქართული გუნდები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ. თბილისის “ლოკომოტივს” “გრანადას” კარის მიმართულებით დარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კლაკსვიკი” – “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად ფარერების “კლაკსვიკს” დაუპირისპირდება. უკვე ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადა” – “ლოკომოტივი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. უკვე ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “კოვიდი მამაცი ყოფილა, ჩემთან დაპირისპირება რომ გაბედა”

“მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვედმა ფეხბურთელმა კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოთხშაბათს კოვიდ-19 “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი “ბარსელონას” ცრემლებით დაემშვიდობა (ვიდეო)

ლუის სუარესმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვა. ამიერიდან ურუგვაელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. 33 წლის ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტადიო ოლიმპიკოზე” 20000 გულშემატკივრის ყოფნაა შესაძლებელი”

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, რომ სერია A-ში, ტრიბუნებზე უფრო მეტი გულშემატკივრის ყოფნა იქნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ლოკომოტივმა 3 მწვრთნელი გამოიცვალა და “გრანადას” ძა

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრანადასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრან...
წაკითხვა