მარი სარდლიშვილი: “ჯაბა კანკავა სტადიონიდან გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ”
სოციალურ ქსელში მარი სარდლიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. სარდლიშვილი შვილთან ერთად “ოლიმპიაკოსი” – “სლოვანის” მატჩს დაესწრო.
“ფეხბურთის ფანი გავხდი ჩემი შვილიდან გამომდინარე. წავედით ოლიმპიაკოსი-სლოვანის თამაშზე, ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევდა ის, რომ სლოვაკეთის გუნდში კ ა ნ კ ა ვ ა, კაშია და ჩაკვეტაძე თამაშობდნენ. დაიწყო თამაში და ავაფრიალეთ ქართული დროშა, ოლიმპიაკოსის ფანები გაოცებულები გვიყურებდნენ, თუმცა ხვდებოდნენ რომ მათ მხარეს ვიყავით, მაგრამ ქართველების მხარეს უფრო.
თამაშის დასასრულს ჯაბა კანკავამ ქართული დროშა, რომ დაინახა, ჩვენკენ წამოვიდა, მაიკა მოგვცა და აი, მანდ დაიწყო. ოლიმპიაკოსის ფანები დაიძრნენ ჩვენკენ და ატყდა ზრდილობიანი ფრაზები. ჯაბას გემრიელი ქართული “ზრდილობიანი” ფრაზებიც მიიღეს და ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან. მადლობა მას მხარში დგომისთვის. ჩვენ გველოდებიან როდის გავალთ, რომ ალექსას დააყარონ. არც ჩვენ დაგვინდობდნენ მგონია.
იმდენად მეძინებოდა თავი სიზმარში მეგონა და ძაან მეცინებოდა. ბოლოს დაცვამ და პოლიციამ გამოგვაცილა და მოვედით მშვიდობით. ალექსადრე კვალიაშვილი – რა გინდოდა რას იწვევდი ამხელა სტადიონს? ვინ გაპატიებდა. ჰო, ბოლოს ამ პარკში ჩაგვიდეს კანკავას მაისური რომ თავს არ დაგვსხმოდნენ გზაში, თუმცა გზად მაინც გადავიღეთ ფოტოები და არ გვაინტერესებდა არც ოლიმპიაკოსი და არც სლოვაკეთი. ჩვენ ჩვენი ქართველები გვაინტერესებდნენ. ფეხბურთსაც მაგათ გამო ვუყურე დღეს.
აი ჯაბა კანკავას გულანთებულ ქართველობაზე და ჩვენს გვერდში დგომაზე ცალკე უნდა დაიწეროს, სტადიონიდან როგორ გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ ჩვენკენ. ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან და ყველაზე მაგარი იცით რა არის? როდესაც ქართველი ქართველს უდგას გვერდით, იცავს და არ აინტერესებს წინ რამდენი ადამიანი უდგას. ქართველებო გვიყვარდეს ერთმანეთი მთელი გულით, ისე როგორც დღეს დავინახე ქართველების სიყვარული” – წერს სარდლიშვილი.
“სლოვანში” ჩაკვეტაძე, კანკავა და კაშია თამაშობენ.