მარიამ ღარიშვილი ესტონური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა აკრებმა ესტონური საერთაშორისო ტურნირი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა. ქართველი პერსპექტიული კალათბურთელი, მარიამ ღარიშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი გადასცეს.
საქართველოს ნაკრებს ფინალში გასვლამდე მცირედი დააკლდა. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ რუსეთის ნაკრებს ფინალში გასასვლელ მატჩში შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულით – 42:45 დამარცხდა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მყოფ „ტარტუ როკის“ თანატოლ გოგონათა გუნდს 2-ჯერ შეხვდა და მოგებ-წაგება გაიყო. პირველ მატჩში ქართველებმა ესტონური კლუბი დაძაბულ, ოვერტაიმიან თამაშში 44:43 დაამარცხეს. დღეს გამართულ მეორე მატჩში ტარტუელებმა შედარებით იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 50:36.
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, რომლისთვისაც ეს პირველი გასვლა იყო უცხოეთში, ესტონურ ტურნირში თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო. ჩვენს ნაკრებთან ერთად ესტონეთში იმყოფებოდნენ და საქართველოში ქალთა კალათბურთის განვითარების კუთხით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ განბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია. ტალინის საერთაშორისო ტურნირს მოემსახურნენ ფიბა-ს ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი და ქალთა კალათბურთში ევროპაში აღიარებული მსაჯი მაკა კუპატაძე.
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა 2015 წლის ზაფხულში თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას.
gbf.ge