მარიამ ღარიშვილი ესტონური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

თარიღი: დეკემბერი 29, 2014

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა აკრებმა ესტონური საერთაშორისო ტურნირი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა. ქართველი პერსპექტიული კალათბურთელი, მარიამ ღარიშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი გადასცეს.

საქართველოს ნაკრებს ფინალში გასვლამდე მცირედი დააკლდა. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ რუსეთის ნაკრებს ფინალში გასასვლელ მატჩში შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულით – 42:45 დამარცხდა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მყოფ „ტარტუ როკის“ თანატოლ გოგონათა გუნდს 2-ჯერ შეხვდა და მოგებ-წაგება გაიყო. პირველ მატჩში ქართველებმა ესტონური კლუბი დაძაბულ, ოვერტაიმიან თამაშში 44:43 დაამარცხეს. დღეს გამართულ მეორე მატჩში ტარტუელებმა შედარებით იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 50:36.

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, რომლისთვისაც ეს პირველი გასვლა იყო უცხოეთში, ესტონურ ტურნირში თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო. ჩვენს ნაკრებთან ერთად ესტონეთში იმყოფებოდნენ და საქართველოში ქალთა კალათბურთის განვითარების კუთხით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ განბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია. ტალინის საერთაშორისო ტურნირს მოემსახურნენ ფიბა-ს ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი და ქალთა კალათბურთში ევროპაში აღიარებული მსაჯი მაკა კუპატაძე.

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა 2015 წლის ზაფხულში თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა