მარიო ბალოტელი “ბრეშას” ვარჯიშზე არ შეუშვეს (ვიდეო)
დღეს, “ბრეშას” ბაზაზე სავარჯიშო მისული მარიო ბალოტელი სახლში გააბრუნეს. Sky-ს ცნობით, გუშინ, ღამით, 29 წლის თავდამსხმელმა კლუბს ოფიციალური წერილი მისწერა და აცნობა, რომ ვარჯიშის გასაგრძელებლად მზად იყო.
“ბრეშას” წარმომადგენლების ცნობით, მათ ბალოტელის წერილი დღეს დილით ნახეს, ამიტომ ორგანიზებისათვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ.
როგორც იცით, ბალოტელიმ გასულ წელს “ბრეშასთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლო პერიოდში ის ვარჯიშებზე არ ცხადდებოდა, მიზეზად კი გასტროენტერიტს ასახელებდა. კლუბს მისი არ სჯეროდა და ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
– Mario Balotelli turned back by security at Brescia HQ as wait for medical certificate continues while club is desperate to sack him
– Players across Serie A are required to present valid medical documents on arrival at training grounds and stadiums pic.twitter.com/e1dTxYcAtp
— OFFSIDE (@Sylvia_Ikeji) June 9, 2020