მარიო ბალოტელი: “დიდი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ფულს ფეხბურთი ვამჯობინე”
საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში დაკავებული მერვე ადგილისა და ბალოტელის დიდი უკმაყოფილობა ამ უკანასკნელის გარდაუვალ ტრანსფერს მოასწავებდა, მაგრამ იტალიელმა თავდამსხმელმა კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
“სიმართლე გითხრათ, სეზონის ბოლოს ძალიან მინდოდა კლუბის დატოვება და ხელმძღვანელებმაც იცოდნენ ეს. მაშინ დარჩნა წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ყველაფერთან ერთად, 5 საკმაოდ სარფიანი წინადადება მქონდა.
გადავწყვიტე დავრჩენილიყავი, რადგანაც ეს ის კლუბია, სადაც ატმოსფერო ყოველთვის შესანიშნავია, ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს და მივხვდი, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ვერავინ მეტყვის რა გავაკეთო.
“მარსელიდანაც” მქონდა წინადადება, თუმცა მათთან მოლაპარაკებები შორს არ წამიყვანია. ჩინური კლუბი ძალიან დიდ თანხას მთავაზობდა, თუმცა ფულს ფეხბურთის თამაში ვამჯობინე, რადგანაც ფეხბურთი მიყვარს, ფული მერეც მექნება,” – აცხადებს მარიო ბალოტელი.