მარიო ბალოტელი “პარი სენ-ჟერმენს” ფანებისათვის მარკუს რეშფორდის ფოტოს ჩვენებას აპირებდა
“მარსელის” თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის მიმდინარეობისას საკუთარი გუნდის ფორმის შიგნით სპეციალური მაისური ეცვა.
ფრანგული მედიის ცნობით, მაისურზე მარკუს რეშფორდი იყო გამოსახული და იმ შემთხვევაში, თუ “სუპერმარიო” პსჟ-ს გოლს გაუტანდა, ის რეშფორდის სახეს სტადიონზე შეკრებილ პარიზელ ქომაგებს დაანახებდა. თუმცა, იტალიელ ფეხბურთელს არ გაუმართლა, მისი გუნდი დამარცხდა (1:3), თავად კი გოლი ვერც გაიტანა და 65-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” რამდენიმე კვირის წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედთან” საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ამ შეხვედრაში ბოლო გოლი მარკუს რეშფორდმა 94-ე წუთზე გაიტანა.
Mario Balotelli was wearing a t-shirt with Marcus Rashford on it under his Marseille shirt & intended to unveil it if he scored vs PSG tonight. (C+)
— Get French Football News (@GFFN) March 17, 2019