მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) თანამშრომლობით შეიმუშავა ვიდეო-თამაში „მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე”.
მთელს მსოფლიოში ცნობილი ვიდეო-თამაშის გმირი მარიო და ზღარბი სონიკი გეიმერებს ოთხწლეულის უმთავრესი მულტისპორტული ფორუმის ატმოსფეროში ამოგზაურებენ. ამასთან, მათ საშუალება ექნებათ საკუთარი ძალები მოსინჯონ ტოკიო-2020-ის პროგრამაში წარმოდგენილ ოლიმპიურ დისციპლინებში.
თამაშებთან ერთად, მთავარი გმირები ასევე ეწვევიან ცნობილ სპორტულ ობიექტებს და ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს, იმოგზაურებენ წარსულში – 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც ტოკიო მასპინძლობდა.
კომპიუტერული თამაში გასაყიდად თავდაპირველად იაპონიაში გამოვიდა, შემდეგ – ამერიკაში, 8 ნოემბრიდან კი – დანარჩენ მსოფლიოში.
სეოკ-ის პრესსამსახური