მარიო მანჯუკიჩი: “სწორი გზით მივდივართ, თუმცა ჯერ არაფერი მოგვიგია”
ტურინის “იუვნეტუსი” მიმიდნარე წელს შესანიშნავად გამოიყურება. ალეგრის შეგირდები სამივე ტურნირზე მაღალ დონეზე ასპარეზობენ და კარგ შედეგებს აფიქსირებენ.
კლუბის თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა ჟურნალისტებთან გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ყველაფერი შესანიშნავადაა. სერია ა-ში პირველ ადგილზე ვართ. “კოპა იტალიის” ნახევარფინალში გავედით, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით დავძლიეთ ჯგუფური ეტაპის ბარიერი. ეს სიტუაცია მართლაც იდეალურია, თუმცა ყველა ჩემიანმა, ჩემთან ერთად, უნდა გაითავისოს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და თითოეულ თამაშზე მაქსიმალური კონცენტარციით ასპარეზობაა საჭირო.”
“ჯერ არაფერი მოგვიგია, მთავარი შეხვედრები წინაა. “იუვენტუსი” შესანიშნავი კლუბია. ამ გუნდისგან ყველა ყოველთვის მოგებას ელის. ჩვენი მიზანიც ესაა, თუმცა კარგად ვიცით, რომ ყველა მომენტში ამის გაეკთება შეუძლებელია.”
“ბევრი გვაქებს, თუმცა ბევრიც გვაკრიტიკებს. ეს ჩვენ გვაძლიერებს და მათი კრიტიკა ჩვენთვის საჭიროცაა. ეს დიდ მოტივაციეას გვმატებს; მოტივაციას იმისა, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ და სამივე მთავარ მიზანს მივაღწიოთ,” – აცხადებს ხორვატი.