მარიო პალმა: საქართველო ჯგუფში პირველზე გასვლის მთავარი კანდიდატია (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 16, 2014

17 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ქალაქ ოვარის „დოლჩე ვიტას“ დარბაზში პორტუგალია საქართველოს უმასპინძლებს. პორტუგალიელებს აქამდე გამართულ ორივე შეხვედრაში მარცხი აქვს განცდილი და მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მწვრთნელი, მარიო პალმა ქართველების უპირატესობას აღიარებს, მასპინძლები მაინც საბრძოლოდ არიან მომართულნი და მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ.

პორტუგალიის ნაკრებმა ოვარის „დოლჩე ვიტას“ დარბაზში 15 აგვისტოს, საღამოს ივარჯიშა, რისი დასრულების შემდეგაც მათ თავკაცს, მარიო პალმას გავესაუბრეთ…

– პორტუგალიის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ეს რთული პროცესია და შედეგებზეც აისახა – გვეუბნება მისტერ მარიო – გუნდის გამოცდილმა მოთამაშეებმა დაანებეს ნაკრებს თავი, ჩვენ კი ისინი სულ ახალგაზრდებით ჩავანაცვლეთ, რადგან გვსურს, თუ ეხლა არა, სამომავლოდ მაინც მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს.

– პორტუგალიამ უნგრეთს ოფიციალურ მატჩამდე 2 კვირით ადრე ამხანაგურ მატჩში მოუგო, თუმცა საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ 20 ქულით დამარცხდა. რა იყო ასეთი რადიკალური შედეგის მიზეზი?

– მენტალური პრობლემა. ახალგაზრდებმა ამხანაგური მატჩი შემართებით ითამაშეს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და თან ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთმა ისეთი დაცვა არითამაშა, როგორიც 10 აგვისტოს, ოფიციალურ მატჩი შემოგვთავაზა. როცა მატჩს სპორტული მნიშვნელობა მიეცა, ახალგაზრდები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ. ამ ახალგაზრდებს საკუთარ კლუბებში არ უწევთ იმდენი თამაში, რამდენიც ეროვნულ ნაკრებში. მათ დასამტკიცებელი აქვთ საკუთარი შესაძლებლობები. ბევრი აქვთ სასწავლი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ და მეტოქეს აჯობეს კიდეც, პირველი ნახევარი ისე უიმედოდ გვქონდა წაგებული, საბოლოოდ შეხვედრა დიდი სხვაობით დავთმეთ.

– მომავალ მეტოქეზე რას იტყვით?

– საქართველო ჯგუფის საუკეთესო გუნდია. არ ვიცი, რა მოხდება საბოლოოდ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თქვენ პირველზე გასვლის უმთავრესი ფავორიტები ხართ. შეიძლება ეხლა გარკვეული პრობლემები გაქვთ, მოთამაშეები გაკლიათ, ტრავმები გაწუხებთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერია. უნგრეთში რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დასანანი მარცხი განიცადეთ. უნგრელებს ბოლომდე მებრძოლი გუნდი ჰყავთ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მიდის თამაში, ისინი 40 წუთი, ბოლო წამებამდე იბრძვიან და ალბათ ამის ხარჯზე მოახერხეს საქართველოს დამარცხება.

– საქართველო რომ პირველ ადგილზე გავიდეს, ყველა თამაში უნდა მოიგოს..

– მე ვფიქრობ, რომ საქართველო ჩეხეთში გაიმარჯვებს. ამის გაკეთება ურთულესი იქნება, რადგან ჩეხეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით გამარჯვება ქართველებს დარჩებათ.

– ჩეხეთამდე საქართველო პორტუგალიასთან თამაშობს…

– ფავორიტი საქართველოა და წესით უნდა მოიგოს კიდეც, თუმცა ასე იყო უნგრეთშიც. ჩვენ ვიბრძოლებთ. მჯერა, რომ პორტუგალიის ნაკრების ყველა მოთამაშე თავის მაქსიმუმს გაიღებს და ასეთ შემთხვევაში ჩვენს გამარჯვებაზეც შეიძლება საუბარი. ჩვენ ვეცდებით საქართველოს დამარცხებას და ვნახოთ, რა გამოგვივა.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა