მარკ ბარტრასთვის ბრძოლაში ინგლისური “ლივერპული” ლიდერობს
El Confidencial ირწმუნება, რომ “ბარსელონას” ესპანელი მცველის, მარკ ბარტრას გადაბირებით რამოდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა “ბლაუგრანაში” მეხუთე რიგის ცენტრალური მცველის სტატუსი მიიღო.
25 წლის ფეხბურთელის არსებული კონტრაქტი კატალონიელებთან 2017 წელს იწურება, კლუბის ხელმძღვანელობა კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. რისი მიზეზიც არის ის, რომ ლუის ენრიკეს უკვე ყავს საკმარისი მცველები: ხავიერ მაშერანო, ჟერემი მატიე, ჟერარდ პიკე და ტომას ვერმალაენი.
ბოლო დროს მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე 25 წლის მცველის ფასი 12 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა, რისი გადახდაც “ლივერპულს” ნამდვილად არ გაუჭირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კატალონიურ კლუბში არსებული მდგომარეობისა ვისენტე დელ ბოსკემ ბარტრა მაინც გამოიძახა ნაკრებში.