მარკ კლატენბურგი რონალდუს ეპიზოდზე: ფელიქს ბრიხმა შეცდომა დაუშვა
“ვალენსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0-2) ფელიქს ბრიხმა კრიშტიანუ რონალდუ არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევა. მატჩის შემდეგ ამ ეპიზოდზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა ისაუბრა.
“კრიშტიანუ რონალდუ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. ბურთი მარცხენა ფლანგზე როდესაც იყო, თავდამსხმელმა საჯარიმოში შესვლა სცადა, რაშიც ხელი მურილომ შეუშალა. რონალდუმ მეტოქეს მცირედით უბიძგა, შედეგად ჯეისონი წაიქცა, თუმცა ეს არასპორტული საქციელი არ ყოფილა.
ეს მომენტი დამხმარე არბიტრმა შეამჩნია, რომელიც კარს უკან იმყოფებოდა. მან, ალბათ, იფიქრა, რომ რონალდუმ მურილოს იდაყვი ჩაარტყა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. მურილოს გაფორმებამ რონალდუ გააღიზიანა და წაქცეულს თავზე ხელით შეეხო.
მე რომ მთავარი არბიტრი ვყოფილიყავი, “ვალენსიას” თავისუფალ დარტყმას მივცემდი და ორივე ფეხბურთელს ყვითელ ბარათს ვუჩვენებდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშს შეძლებს,” – აცხადებს კლატენბურგი.