მარკიზიო: “იუვენტუსის ტოტი მინდა გავხდე”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს საკუთარი კარიერის დასრულება თავის ამჟამინდელ კლუბში სურს.
მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მარკიზიოს შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ინტერესდებოდა. “წითელი ეშმაკები” მზად იყვნენ მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 27 წლის მოთამაშის “ოლდ ტრაფორდზე” გაშვება არ ისურვეს.
“მსურს, “იუვენტუსის” “ფრანჩესკო ტოტი” გავხდე. ხშირად ვამბობდი, რომ სხვა კლუბში თამაში არ მინდა. საფეხბურთო კარიერის ტურინში დასრულება ჩემი ოცნებაა”, – აცხადებს კლაუდიო მარკიზიო.
შეგახსენებთ, მარკიზიო ტურინელთა აკადემიაში აღიზარდა. მისი დებიუტი კი 2006 წელს შედგა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მან იტალიელთა მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.
სანდრო საპანაძე