მარკიზიო: “თუ ქალს იარაღს უმიზნებ, სულელი ხარ”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო მის სახლში მომხდარ შემთხვევას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს იტალიელი მოთამაშის ბინაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იარაღის მუქარით მარკიზიოსა და მის მეუღლეს სეიფის გაღება მოსთხოვეს.
“თუ ადამიანის სახლში გასაძარცვად შედიხარ, დამნაშავე ხარ. თუ ქალს სახეზე იარაღს უმიზნებ, სულელი ხარ. თუ ყოველივე ამის შემდეგ ცუდად ხუმრობაც შეგიძლია, საცოდავი ხარ. ყველას გულწრფელ მადლობას გიხდით თანადგომისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარკიზიომ.
უცნობია, თუ რა ოდენობის თანხა წაიღეს ბოროტმოქმედებმა. სამართალდამცველები დამნაშავე პირების ვინაობას ადგენენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიომ პროფესიული კარიერა მიმდიანე წლის 3 ოქტომბერს დაასრულა.