მარკიზიომ “სკუდეტოს” მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა წევრმა, კლაუდიო მარკიზიომ, სერია A-ს მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
– “მილანი”, “ინტერი” და “ნაპოლი” ფავორიტები არიან, არა?
– რა თქმა უნდა, ასეა. სხვა გუნდებს ძალიან გაუჭირდებათ საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვა, თუ ეს კლუბები გააგრძელებენ ასეთივე ტემპში თამაშს.
მთავარ ფავორიტად მაინც “მილანს” დავასახელებდი. მიუხედავად იმისა, რომ “ინტერს” ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, “მილანი” მუდმივ პროგრესს განიცდის. ჩემპიონატ “როსონერის” უფრო ვხედავ.
რაც შეეხება “ნაპოლის”, ჯერჯერობით ეს გუნდი კარგ შედეგებს დებს. მაგრამ, გასულ სეზონში მათ ძალიან უჭირდათ გადამწყვეტ მომენტებში. შესაძლოა, ეს არასაფეხბურთო ფაქტორებითაც არის განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 32-32 ქულით “მილანი” და “ნაპოლი” ლიდერობენ, “ნერაძურის” კი 25 ქულა აქვს დაგროვებული.