მარკო ასენსიო: “მინდა, “რეალთან” ერთად ყველაფერი მოვიგო”
დღეს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” ახალწვეულის, მარკო ასენსიოს პრეზენტაცია შედგა. 20 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი “რეალ მალიორკასა” და “ესპანიოლში” გაატარა თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომავალი სეზონი მან “რეალში” გაატაროს.
კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას, მან განაცხადა: “ ამბიციური ვარ, მინდა “რეალთან” ერთად ყველაფერი მოვიგო. ვგრძნობ, რომ ამ კლუბში წარმატების იმედი აქვთ.
აქ ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდანვე მინდოდა, აქ დავრჩენილიყავი. პრე-სეზონზე იმ იმედით ვთამაშობდი, რომ გუნდში მოხვედრას შევძლებდი და ეს ასეც მოხდა. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და მაქსიმალური სათამაშო დრო მოვიპოვო.
მწვრთნელს უკვე გავესაუბრე. მან სიმშვიდისაკენ და მუშაობისაკენ მომიწოდა. მას უნდოდა, დავრჩენილიყავი და მეც ასე გავაკეთე.“ – განაცხადა ესპანელმა.